უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა

უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პარიზში, შანზ-ელიზეს გამზირზე გამართულ ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობა უკრაინელმა სამხედროებმაც მიიღეს.

სამხედრო აღლუმს დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ასევე, აღლუმს დაესწრნენ „მსურველთა კოალიციის“ წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და სხვები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა