უპილოტო სისტემების ძალების მეთაური - უკრაინელებმა აზოვის ზღვაში რუსეთის 11 ხომალდზე მიიტანეს იერიში

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა აზოვის ზღვაში იერიში კიდევ 11 რუსულ ხომალდზე მიიტანეს, - ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ მადიარ ბროვდიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა ღამით ხუთ ტანკერს, ხუთ მშრალ ტვირთმზიდსა და ერთ საბუქსირე გემს დაარტყეს.

მადიარმა განაცხადა, რომ ცხრა დღის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალების მებრძოლებმა აზოვის ზღვაში 116 გემს შეუტიეს.

მისი განმარტებით, ეს გემები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ და ნავთობი ვოლგა-დონის არხისა და აზოვის ზღვის გავლით პორტებიდან და ნავთობტერმინალებიდან შავ ზღვაში მყოფ დიდ ტანკერებამდე გადააქვთ. მადიარის ინფორმაციით, დიდი ტანკერები ამ პორტებში ვერ შედიან, ამიტომ ისინი ნავთობს პატარა, მიმწოდებელი ტანკერებიდან იტვირთავენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება