არჩილ გორდულაძე - ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა

ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს რეზოლუციაზე და მასთან საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც იმ ფურცელს, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები იბეჭდება.

„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ. ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს - იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდებიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა