დიმიტრი პესკოვი - ბაქოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ის ჩრდილს არ აყენებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს

ბაქოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ის ჩრდილს არ აყენებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ალიევის მიერ გამოთქმულ პოზიციას, არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და, დიახ, ეს უთანხმოების საგანია“, - განაცხადა პესკოვმა ალიევის მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

ამასთან, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი პრაგმატულ მიდგომას ირჩევს.

„ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მიზეზი, რომ ამ საკითხმა ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოვლისმომცველად განავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან დაკავშირებით ყველა არხით თანმიმდევრულად განმარტავს თავის პოზიციას.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება და ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას და ამას გააგრძელებენ.

„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მტკიცეა”, - აღნიშნა ალიევმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს