ბულგარეთი „მსურველთა კოალიციას“ ტოვებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, მისი ქვეყანა „მსურველთა კოალიციას“ ტოვებს.

Guardian-ის ინფორმაციით, ბულგარეთის პრემიერმა ამის შესახებ გუშინ, პარიზში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებს განუცხადა.

„არ მივიღებთ მონაწილეობას იმ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას მოითხოვს’’, - განაცხადა რადევმა.

მისი განცხადებით, ამ კონფლიქტის გადაჭრის გზა მისი სამხედრო საშუალებებით გაჭიანურება კი არ არის, არამედ ძლიერი დიპლომატიური მისია, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ესკალაციას.

ცნობისათვის, რადევი დღეს, პარიზში, ბასტილიის აღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა