ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს ქვეყნიდან მინიმუმ 4 ათასი არალეგალი მიგრანტის გაძევებაა დაგეგმილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს ქვეყნიდან მინიმუმ 4 ათასი არალეგალი მიგრანტის გაძევებაა დაგეგმილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უხეში დათვლით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ აქტიურად პროცესების დაგეგმვა. იცით, რომ გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შსს-ში. საქართველოდან გასული 12 თვის განმავლობაში მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმაა კიდევ უფრო ამბიციური. წელს მინიმუმ 4 თასი არალეგალი მიგრანტის გაძევებაა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც საბოლოოდ, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, დაახლოებით 4 წელიწადში მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს