ვოლოდიმირ ზელენსკი „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმაზე - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმას ადასტურებს.

„ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ. ბაშკირეთში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

მისი თქმით, შედეგი მოაქვს საშუალო მანძილზე მოქმედ დარტყმებსაც.

„გელენჯიკში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყეს. ასევე, აზოვის ზღვაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე წარმატებული დარტყმები განხორციელდა. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა