სერგეი ლავროვი - ევროპელები ცდილობენ, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებებს ძირი გამოუთხარონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპული ქვეყნები რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიღწეული შეთანხმების ძირის გამოთხრას ცდილობენ.

„ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები უკრაინის კრიზისის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე იმ მორიგი თამაშების შესახებ, რომლებსაც ევროპელები აწყობენ და ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის არსებულ შეთანხმებებს. თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ შეთანხმებები არ შესრულდება, ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც მკაფიოდ იყო წარმოდგენილი 2024 წლის ივნისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი გამოსვლისას“, - აღნიშნა ლავროვმა ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაი საბრე ფადულთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, ევროპამ და უკრაინამ ყველაფერი გააკეთეს იმის მცდელობისთვის, რომ ალასკაში მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია შეცვლილიყო.

„თუ წაიკითხავთ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლას ალასკის სამიტის შემდეგ, მან დადებითად ისაუბრა შეთანხმებებზე, თქვა, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ პროცესი და ა.შ. მაგრამ ევროპამ და უკრაინამ განაცხადეს: „ჩვენ არ ვიყავით ჩართულები, ეს ჩვენ არ გვეხება“. ახლა კი მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეცადათ, აშშ-ის პოზიცია სხვა მიმართულებით შეეცვალათ“, - აღნიშნა ლავროვმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს