უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უმაღლესი რადას მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ნიშნავს.

იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების პროცესის დაწყების შესახებ კვირას გამოაცხადა.

ზელენსკის ცნობით, იულია სვირიდენკოს „ქვეყნის მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების ახალი და მნიშვნელოვანი სფეროს ხელმძღვანელობა შესთავაზა“.

უკრაინული მედია წერს, რომ იულია სვირიდენკო აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის წინადადებას არ დათანხმდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა