გრიგოლ გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული - ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა

იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული - ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა.

მისივე თქმით, საქართველო გადაიქცა „მაჩანჩალა, იზოლირებულ სახელმწიფოდ, რომელსაც ამ პოლიტიკის პირობებში, არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნია“.

„იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ, მათთვის ახალი კარი გაიხსნა იმ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესში, რომელიც მათ მეტი მშვიდობის და კეთილდღეობისკენ წაიყვანს, მერე ევროინტეგრაციას გახდის შესაძლებელს, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული. ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა მოცემული, დავკარგეთ მილიარდობით ევრო შემოსავალი, ჩვენი სახელმწიფო და საჯარო სისტემის რეფორმის შანსი, ცივილიზებულ მსოფლიოსთან შეერთების და ამ ოჯახში ყოფნის შანსი, რაც გამოიხატება ეკონომიკურ წინსვლაზე ეფექტებში, თითოეული ქართველის ცხოვრების სტანდარტზე, ჩვენი ქვეყნის არსზე, იდენტობაზე, რაობაზე, მომავალზე. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ვიყენებდეთ ამ შანსს, ვმდიდრდებოდეთ, მივდიოდეთ წინ, ქმედით ნაბიჯებს ვდგამდეთ იმისკენ, რომ საქართველო რეალური მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში გაწევრიანდეს, ამ რეჟიმის გამო, ჩვენ ვართ მაჩანჩალა, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცეული, რომელსაც არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნია ამ პოლიტიკის პირობებში,“ - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში