ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის

ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმას ძლიერი პასუხი მოჰყვება.

მისი თქმით, „ისრაელმა ირანის ბოროტების ღერძთან დაპირისპირებისას დაამტკიცა, რომ მასზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე შეუძლებელია“.

„ირანელი ლიდერებისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება, თუ თავს დაგვესხმებით. წინა პასუხი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენთვის ზიანის მოყენების შემდგომ მცდელობებს უფრო ძლიერი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს