ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი განცხადება - უკრაინა დაგეგმილი 100-დან, პირველ 16 Rafale ავიაგამანადგურებელს შეუკვეთავს

უკრაინა დაგეგმილი 100-დან პირველ 16 Rafale ავიაგამანადგურებელს შეუკვეთავს. ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინა პირველი 16 Rafale თვითმფრინავისა და მათი შეიარაღების შეკვეთის შესახებ აცხადებს 100-დან, რომელთა შეძენა 2025 წლის ნოემბერში დაიგეგმა. შესაბამისი დაფინანსება 2026 და 2027 წლების უკრაინის მხარდამჭერი სესხის ტრანშების ფარგლებში იქნება მოთხოვნილი, და ასევე დაფინანსების ნებისმიერი სხვა წყაროდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ოთხი Rafale თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადების დასრულების შემდეგ, რომელიც საფრანგეთში უკვე 2026 წელს შეიძლება დაიწყოს.

საფრანგეთი ასევე უკრაინაში 2026 წლის ბოლომდე AASM ავიაბომბებისა და SCALP რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებას დაუშვებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს