დონალდ ტრამპი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი ლინდსი გრემის საპატიოდ იქნება მიღებული და მასში ირანი და „ჰეზბოლაც" შევლენ

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი ლინდსი გრემის საპატიოდ იქნება მიღებული და მასში ირანი და „ჰეზბოლაც" შევლენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ ლინდსის ეს ძალიან უნდოდა... ამიტომ განვიხილავთ ამას, სერიოზულად ვფიქრობთ - და ეს ლინდსის საპატიოდაა. ეს მისი საქმე იყო. მას ეს უფრო მეტად უნდოდა, ვიდრე რაიმე სხვა. იცით, ის ამას გრძნობდა. და დიდი ვარაუდია, რომ ეს გაკეთდება", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში ირანისა და „ჰეზბოლას" წინააღმდეგ სანქციების შეყვანაც სურთ.

„ვფიქრობ, რომ მასში ირანის დამატება შეიძლება. ისინი იქ ირანს დაამატებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ჯერ არ გააკეთეს. და მათ ასევე შეუძლიათ "ჰეზბოლას" დამატება, უბრალოდ დაამატეთ ისინი, ვინც საქმეს იჭერს "ჰეზბოლასთან", - განაცხადა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა