თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, რომ მისი პარტია არ გამოჩნდეს - რაც შეეხება ალიანსს, ერთიანი სია არარელევანტურია: სააკაშვილის, ყიფიანის, გახარიას და ჩერგოლეიშვილის ერთიანი სია ველურ სიზმარშიც არ გვესიზმრება

იქ, სადაც მე და ბოკერია ვართ, [მიხეილ სააკაშვილი] ხვდება, რომ ვერ გავა მანიპულაციებით - არც სათნოების სიგნალიზებაზე

გვაქვს მოთხოვნილება, შეგვიძლია „ბოროტები“ ვიყოთ და ვთქვათ ის, რაც არის, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციის დეზორიენტაციას, რომ ვიღაცები „აიკრას“.

„სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, რომ მისი პარტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისში საერთოდ არ არსებობს, არ გამოჩნდეს. ამისთვის სჭირდება პარტიების მიწებება. იქ, სადაც მე და ბოკერია ვართ, ხვდება [მიხეილ სააკაშვილი], რომ ვერ გავა მანიპულაციებით. არც სათნოების სიგნალიზებაზე გვაქვს მოთხოვნილება, შეგვიძლია „ბოროტები“ ვიყოთ და ვთქვათ ის, რაც არის. უხერხული სიმართლე სახეში ავაფაროთ. მანიპულატორ ნარცისებს, ავთენტური ადამიანების, რომლებსაც პირში თქმა შეუძლიათ, ეშინიათ. ურჩევნია უფრო მორიდებულებს მისწვდეს. ამიტომ, დეზორიენტაციას ცდილობს, რომ ვიღაცები „აიკრას“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის პოლიტიკური რჩევები ეფექტიანი რომ ყოფილიყო, ეს პირველ რიგში მისი პარტიის მდგომარეობაზე აისახებოდა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, რომ „ოც კაცს ვერ მოაგროვებს“.

„სააკაშვილის რჩევები გამოსადეგი რომ ყოფილიყო, თავის პარტია მეხუთე ადგილზე არ გავიდოდა. თავის პარტიას გამოადგებოდა. თვითონვე აღიარებს, რომ უმძიმეს კრიზისშია. პირი არასდროს გაუჩერებია, რჩევებს სულ იძლევა. მისი რჩევები დღეს რამედ რომ ვარგოდეს, მისი პარტია იხეირებდა.

სააკაშვილი მარტო ტელევიზორში არსებობს. ოც კაცს ვერ მოაგროვებენ ისეთ მდგომარეობაში არიან. ვიდეო გადაღების რესურსი არ გააჩნიათ, დაშლილია პარტია, არ არსებობს. ამ ხმაურს იმიტომ ქმნის, რომ რაღაცის ლიდერად გამოჩნდეს“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ალიანსი“ მორიგი აქციისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.

„ალიანსის“ შიგნით არავის არ გვაქვს ერთმანეთთან დაპირისპირება. ყველა ერთმანეთთან ვურთიერთობთ. 26 მაისს გამოვაცხადეთ, რომ ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი კამპანია - „ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს“. შემოდგომაზე ახალ აქციას ჩავატარებთ. ყველა შემთხვევაში, რაც იქნება ალტერნატივა, იქნება „ალიანსი“. „ალიანსი“ არის გამარჯვების სტრატეგია და წესები.

გადამწყვეტ ეტაპზე, როცა რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ერთიანი სია არარელევანტურია. მიხეილ სააკაშვილი, ვიქტორ ყიფიანი, გიორგი გახარია და ჩერგოლეიშვილის ერთიანი სია ველურ სიზმარშიც არ გვესიზმრება“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს