აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ძალები ირანს პასუხს აგებინებენ გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს

ირანმა ბოლო კვირაში შვიდ კომერციულ გემზე დარტყმით მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანში ამოიღო, რის შედეგადაც ეკიპაჟის ათამდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა.

„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ირანმა მშვიდობიანი მოსახლეობა რეგიონის მასშტაბით მიზანში განზრახ ამოიღო - თავდასხმა განახორციელა შვიდ კომერციულ გემზე, რის შედეგადაც სამოქალაქო ეკიპაჟის ათამდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა“, - აღნიშნულია კუპერის განცხადებაში.

მისივე თქმით, ირანმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. „ირანულმა ძალებმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.

აშშ-ის ძალები ირანს პასუხს აგებინებენ ამ გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც კვლავაც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს“, - აღნიშნა კუპერმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მომავალ კვირას ირანის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში