რუსულმა ძალებმა ოდესას შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის თქმით, დაშავდა სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტითა და 122 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში