მარია ზახაროვა - „მსურველთა კოალიცია“ სოდომსა და გომორს მაგონებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი დასავლური „მსურველთა კოალიცია“ „სისასტიკითა და დეჰუმანიზაციით“ სოდომსა და გომორს ჰგავს.

„საკმაოდ უცნაური სახელწოდებაა - „მსურველთა კოალიცია“. რისი მსურველები? ეს რას მახსენებს? ეს სოდომსა და გომორს მახსენებს. სოდომი და გომორი ადამიანურობის დაკარგვის სიმბოლოა - ქალაქის მცხოვრებლები ფაქტობრივად მხეცებად იქცნენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, კოალიციას მშვიდობისა და უსაფრთხოების სურვილი არ აქვს.

„ეს არის ჭკუიდან გადასული საზოგადოება, რომელიც ნებისმიერს, ვინც მშვიდობით მოდის, პოტენციურ მსხვერპლად აღიქვამს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს შეიქმნა და მასში 30-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. ინიციატივას გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში