კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ხედავთ, მოვლენების ეპიცენტრიდან ძირითადი მასა უკვე გატანილია. თელავის ხევის სამ ლოკაციაზე მიდის გაწმენდითი სამუშაოები, სათავე ნაგებობის მიმართულებით და სოფელი გულგულა ვარდისუბნის მიმდებარედ კეთდება ნაპირდამცავი გაბიონი იმისთვის, რომ ორ კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეუქმნას საფრთხე, პირველ რიგში, სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს. ასევე, ცოცხალი ძალით გრძელდება დახმარება კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფების გაწმენდისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ სამ სოფელს: კისისხევს, წინანდალსა და ვარდისუბანს, შეზღუდვით მიეწოდებათ წყალი, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა სათავე ნაგებობები მოწესრიგდეს და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება აღნიშნულ სოფლებში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას თელავში, პირველივე დღეებიდან მოწესრიგებული იყო და კომუნალური სერვისების მიწოდება შეუზღუდავად ხდებოდა ქალაქ თელავში მეორე დღიდანვე“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ამასთან, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალულია ვარდოშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. სპეციალისტებმა არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი, როდის აღდგება მოძრაობა და როდის გაიხსნება იქ მდებარე ობიექტები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში