მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში