ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა - პოლიტიკოსის ინფორმაციით, აქვს ტვინის შერყევა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა.

„სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.

პ. ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

პოლიტიკოსს გამოკვლევები კლინიკა „მედიქლაბში“ უტარდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში