შალვა პაპუაშვილი - დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია - ეუთომ უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი რეპუტაციაა გამოასწოროს, რამდენადაც გამოასწრებს, იმდენად იქნება მჭიდრო თანამშრომლობა

ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ქართველი ხალხის თვალში ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს რეპუტაცია აღიდგინოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია.

“ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალის დახუჭვამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საბოლოოდ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასე უხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და მივედით სადაც ვართ დღეს. დღეს ომები ისე იწყება, რომ არავინ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას და არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება ზოგადად დღეს სამყაროში მიმდინარე მოვლენები. ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ქართველი ხალხის თვალში ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს რეპუტაცია აღიდგინოს.

ზოგადად, რეზოლუცია კარგი მაგალითია იმის, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევა. ამიტომაც არის, რომ დღეს ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია. ასევე, არიან დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ბოღმის ამონთხევა და საკუთარი შიდაპოლიტიკური დისკურსის თავსმოხვევა.

რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა. ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე რეზოლუციაში. ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონს, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თვალში ეუთოს მიმართ ნდობას. ეუთომ თავად უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი რეპუტაციაა გამოასწოროს. რამდენადაც გამოასწრებს, იმდენად იქნება მჭიდრო თანამშრომლობა. დაიზიანებს რეპუტაციას, ჩვენი რა ინტერესია, რომ გვქონდეს მჭიდრო და განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ხალხთან და იმ ჯგუფებთან, რომელსაც აქვთ ერთადერთი რამ მიზნად დასახული, როგორმე ყველანაირი მანქანებით დააზიანოს ჩვენი ხალხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით