შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე - ტერორიზმის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

ტერორიზმის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებას, რომელმაც პაპუაშვილი ელისაშვილის დემონიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა დანაშაული ჩაედინა“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

„სხვათა შორს, მანიპულირებდა, თითქოს ვთქვი, მან იარაღი იყიდაო და ამას აბრალებო. მე ვთქვი “ეყიდა”. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა, ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. პირდაპირ ეს თქვა სასამართლო პროცესზე. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემა არის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც იმუქრებოდა კიდევ დამატებით ალეკო ელისაშვილი, სჯობდა მისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა ბრალი, სასამართლოსთან ეთანამშრომლა. დანაშაული სასამართლომ დაადასტურა. ამას რომ სასჯელი მოჰყვებოდა, მგონი, თვითონაც კარგად ხვდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში