„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც სკუტერით მოძრაობისას მანქანა დაეჯახა, საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებს განმარტავს.
როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, აღენიშნება დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა, თუმცა მისივე თქმით, „სერიოზული სანერვიულო არაფერი არ არის“.
„არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის, სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ამიტომ ბევრი დაჟეჟილობა და კანი მაქვს ატყავებული. ტვინის შერყევის ამბავია, პატარა ამნეზიის ეპიზოდი მაქვს, რაღაც მომენტები არ მახოვს, მაგრამ მე მგონი, ნელ-ნელა მაგასაც ვიბრუნებ. სხვა ისეთი არაფერი. კვლევები და რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჩამიტარეს. მოკლედ, სერიოზული სანერვიულო არაფერი არ არის“, - აცხადებს კლინიკიდან ვიდეო-მიმართვაში ზურა-გირჩი ჯაფარიძე.