ზურა ჯაფარიძე - სკუტერით ნელა მოვდიოდი, როცა მანქანამ ჩამიჭრა და დამეჯახა, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ამიტომ მაქვს დაჟეჟილობა და კანი ატყავებული, მცირე ამნეზიის ეპიზოდიც მაქვს, რაღაც მომენტები არ მახსოვს, მაგრამ ნელ-ნელა ამასაც ვიბრუნებ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც სკუტერით მოძრაობისას მანქანა დაეჯახა, საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებს განმარტავს.

როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, აღენიშნება დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა, თუმცა მისივე თქმით, „სერიოზული სანერვიულო არაფერი არ არის“.

„არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის, სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ამიტომ ბევრი დაჟეჟილობა და კანი მაქვს ატყავებული. ტვინის შერყევის ამბავია, პატარა ამნეზიის ეპიზოდი მაქვს, რაღაც მომენტები არ მახოვს, მაგრამ მე მგონი, ნელ-ნელა მაგასაც ვიბრუნებ. სხვა ისეთი არაფერი. კვლევები და რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჩამიტარეს. მოკლედ, სერიოზული სანერვიულო არაფერი არ არის“, - აცხადებს კლინიკიდან ვიდეო-მიმართვაში ზურა-გირჩი ჯაფარიძე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში