კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროკავშირი ფართოვდება. მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე კიდევ ერთი კლასტერი გაუხსნეს. მოლდოვა ევროკავშირში წევრობას 2028 წელს აპირებს, რაც მხარს უჭერს ევროპარლამენტი. სომხეთში ამოქმედდა ევროკავშირის საპარტნიორო მისია, რომელიც ქვეყანას ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლაში დაეხმარება.

ევროკავშირმა გამოკვეთა თავისი პრიორიტეტები ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანასთან დაკავშირებითაც. მაგრამ, საქართველო არსად ჩანს. საქართველოს თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირის გააქტიურებას ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით?

- ევროკავშირის გაფართოება ადრე, სხვა ხასიათს ატარებდა და ძირითადად აქცენტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე კეთდებოდა. აქტიურად განიხილებოდა საკითხები ქვეყნები რამდენად არიან მზად ითანამშრომლონ ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით. ამიტომ ევროკავშირთან თანამშრომლობის მოტივაცია ასპირანტ ქვეყნებს, რომლებსაც სურდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მეტი ჰქონდათ.

ვიდრე თავად ევროკავშირს. რომლისთვისაც ევროკავშირის გაფართოება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში დანახარჯი იყო. უფრო სწორად დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი გაფართოებას კი გეგმავდა, მაგრამ პერსპექტივაში.

მაგრამ, ახლა სულ სხვა ვითარებაა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამ ევროპაში შეცვალა უსაფრთხოების გარემო. ეკონომიკური განვითარება ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხში მარქს შევედავები იმ თვალსაზრისით რომ ეკონომიკაა ყველაფრის საფუძველი.

თუ უსაფრთხოება არ არსებობს, მაშინ არც ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებისა და ქვეყნის სხვა სფეროების განვითარება არ შეიძლება იყოს გარანტირებული.

თუ უსაფრთხოება არ არსებობს, მაშინ არც ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებისა და ქვეყნის სხვა სფეროების განვითარება არ შეიძლება იყოს გარანტირებული

ახლა ევროპაში უსაფრთხოების გარემო იმდენად შეცვლილია, რომ ახლა ევროკავშირის გაფართოება გახდა უსაფრთხოების მართვის ინსტრუმენტი. ქვეყნები რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაში არ იქნებიან, დაექვემდებარებიან რუსეთის გავლენას. ასეა, რადგან რუსეთი ამ ქვეყნებზე ახდენს სამხედრო ზეწოლას. საუბარი არაა იდეოლოგიურ და თუნდაც ჰიბრიდულ შესაძლებლობებზე. რუსეთის მხრიდან მუქარების ფონზე მოსკოვს უადვილდება ქვეყნებზე გავლენის მოხდენა.

ევროკავშირის გაფართოება არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის რომ ევროკავშირმა რუსეთის აგრესია შეაკავოს რეგიონში და თავის საზღვრებთან.

ახლა ნატოში გაწევრიანებაც და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები ერთმანეთს უახლოვდება. მანამდე ნატოში გაწევრიანება ნიშნავდა მხოლოდ სამხედრო კომპონენტის გაზრდას და იყო მნიშვნელოვანი. ევროკავშირის წევრობა კი უფრო ეკონომიკურ დარგობრივ თანამშრომლობას გულისხმობდა. ახლა ევროკავშირისა და ნატოს კავშირების მიზნები დაახლოებით ერთი და იგივეა.

ამიტომაცაა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი გამოიკვეთა. ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების საკითხი დაწყებულია. ახლა საგარეო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებული 31-ე თავია გახსნილი.

ევროკავშირს სულ 6 კლასტერი აქვს, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეასრულონ. ასე მალე უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ორი კლასტერის გახსნა ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში მიღებას დაჩქარებული წესით აპირებენ.

ახლა ნატოში გაწევრიანებაც და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები ერთმანეთს უახლოვდება. მანამდე ნატოში გაწევრიანება ნიშნავდა მხოლოდ სამხედრო კომპონენტის გაზრდას და იყო მნიშვნელოვანი. ევროკავშირის წევრობა კი უფრო ეკონომიკურ დარგობრივ თანამშრომლობას გულისხმობდა. ახლა ევროკავშირისა და ნატოს კავშირების მიზნები დაახლოებით ერთი და იგივეა

ამ ეტაპზე საუბარია მოლდოვას მიღებაზე. რეფორმების განხორციელების თემაზე მოლდოვას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე მოლდოვას არც არაფერი უშლის ხელს. მას ახლა სჭირდება ევროკავშირისაგან რაც შეიძლება მეტი ფინანსური და საექსპერტო დახმარება.

უკრაინის მთავრობაც ძალიან მოტივირებულია, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უკრაინაში რეფორმების გასატარებლად არსებობს ძალიან შემაფერხებელი გარემოება და ეს არის ომი. ომის პირობებში რეფორმების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლოა მოლდოვამ მოასწროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ 2-3 წელიწადში უკრაინამაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

- მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ალბათობით იქნება შესაძლებელი 2028 წლისთვის, მაგრამ, რაც შეეხება უკრაინას, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები არ გადაწყდება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გადავადდება.

მაგრამ, ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მანამდე ნატო უკრაინას აქტიურად განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს...

- ევროკავშირისთვის ხმელთაშუა ზღვის რეგიონი იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით ფოკუსი ევროკავშირის დაარსების დღიდან, მაგრამ, ეს ასე რჩება, მაგრამ, ფაქტია, რომ ევროკავშირისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეორე საზღვაო აუზია შავი ზღვა.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შედარებითი მშვიდობაა, თუ არ ჩავთვლით ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, ასევე კონფლიქტს ლიბიაში, მაგრამ, ახლა შავი ზღვაა ის რეგიონი, სადაც ფეთქებადსაშიში ვითარებაა. ეს უკავშირდება რუსეთის ამბიციურ გეგმებს. შავი ზღვის რეგიონში არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან სერიოზულ საფრთხეს განიცდიან. ამავე დროს ამ ქვეყნების მიმართ მუქარები ირიბად აისახება ევროკავშირის პოზიციებსა და სტაბილურობაზე.

ევროკავშირს შავ ზღვაში არ აქვს დიდი ძალები, არის ორი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე თურქეთის უსაფრთხოება. ნებისმიერი კონფლიქტი, რომელშიც ჩართული იქნება თურქეთი, ის აისახება თურქეთზეც და შემდეგ ევროკავშირზეც.

ასევე უკრაინა-საქართველო-მოლდოვაზე, რომლებიც ამ რეგიონში. მათი უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მეორეხარისხოვანი უკვე აღარ არის.

თუ ადრე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება განიხილებოდა ისეთ გაერთიანებაში, როგორიც იყო ბისეკი, შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაცია, ახლა ეს დრო გასულია, შავ ზღვაში გვაქვს პირდაპირი დაპირისპირების ვითარება, ანუ ძალა უპირისპირდება ძალას.

თუ ადრე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება განიხილებოდა ისეთ გაერთიანებაში, როგორიც იყო ბისეკი, შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაცია, ახლა ეს დრო გასულია, შავ ზღვაში გვაქვს პირდაპირი დაპირისპირების ვითარება, ანუ ძალა უპირისპირდება ძალას

თუ არა მარტო ევროკავშირს, არამედ დასავლურ თანამეგობრობას უნდა შავ ზღვაზე ჰქონდეს კონტროლი და შეძლოს რუსეთის შეკავება, უკრაინა აუცილებლად უნდა იქნა მიღებული ნატოში. უკრაინა აუცილებლად უნდა იცავდეს ევროკავშირისა და ნატოს კოლექტიურ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს იგივე ნატოს ქვეყნების დახმარებით. მარტო უკრაინა ამას ვერ შეძლებს.

თუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პირობად ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ იქნა მიჩნეული, მაშინ, როგორც კი უკრაინა-რუსეთს ომი დასრულდება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი იქნება.

თუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პირობად ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ იქნა მიჩნეული, მაშინ, როგორც კი უკრაინა-რუსეთს ომი დასრულდება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი იქნება

- იყო დრო, საქართველო უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს ტრიოს წევრი იყო, მაგრამ, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და თან წაიღო საქართველოს ევროპული პერსპექტივაც.

ვხედავთ, რომ თუ როგორი გართულებული ურთიერთობები აქვს ოფიციალურ თბილისს ბრიუსელთან, ევროპარლამენტთან ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებთან, ახლა კი უკვე ეუთოსთანაც.

უპრიანი იქნება კითხვა ასე დავსვათ - იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა ევროპაში ხდება, იგულისხმება უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირის გაფართოების გაჩენილი შესაძლებლობა - შეიძლება ითქვას რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივა?

- არა, არავითარ შემთხვევაში ამის თქმა არ შეიძლება. ეს იგივე იქნებოდა გვეთქვა რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ დაკარგა თავისუფლების შანსი. ან დღევანდელი სახით რაც არის „ქართული ოცნება“, თავისი პრიორიტეტებით და შეხედულებებით, ასე დარჩება სამუდამოდ საქართველოში. ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა, რომელიც გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს დღევანდელი „ქართული ოცნება“.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ პერსპექტივის დაკარგვაზე, სიტყვა სამუდამოდ ალბათ არ არის სწორი, მაგრამ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა არის შეჩერებული და ძალიან ბუნდოვანი, ბუნდოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საქართველოში ვითარება მომავალი წლების განმავლობაში.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა არის შეჩერებული და ძალიან ბუნდოვანი, ბუნდოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საქართველოში ვითარება მომავალი წლების განმავლობაში

თუ დარჩა იგივე პოლიტიკა, რაც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან დიდი ხნით გადაიწევს. საბოლოოდ, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდება, ქვეყნის მოსახლეობას ეჭვი არ აქვს.

ნუ შევედრებით ნურც აზერბაიჯანს და ნურც შუა აზიის ქვეყნებს, მიუხედავად იმისა რომ „ოცნება“ ცდილობს“ ქვეყანა წაიყვანოს იგივე გზით, რასაც გადის აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები, არავითარი ევროპული მისწრაფებები და მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ეკონომიკური მისწრაფებები. ამავე დროს შიგა დემოკრატიის დაბალი დონე. ანუ პრაქტიკულად დემოკრატიის არარსებობა. ეს არის „ოცნების“ დღევანდელი მიზანი.

თუ დარჩა იგივე პოლიტიკა, რაც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან დიდი ხნით გადაიწევს. საბოლოოდ, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდება, ქვეყნის მოსახლეობას ეჭვი არ აქვს

მაგრამ, საქართველოს მოსახლეობა არის ევროპული, თავისი ხასიათით, პრინციპებით, შეხედულებებით, ღირებულებებით, ამიტომ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეს გადაწყვეტს და არა რომელიმე პარტია და ადამიანების ვიწრო წრე, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.

- თუ ევროკომისრების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შესაძლებლობაც აღარ არსებობს.

ამის ფონზე გვესმის დასავლელი პარტნიორების ლამის ყოველ დღე ლანძღვა. ხელისუფლება აცხადებს რომ არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას. ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც მას ბრიუსელთან დაახლოება.

რჩება შთაბეჭდილება ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველო მაქსიმალურად იყოს დისტანცირებული ევროპისაგან, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის უბრად ყოფნა?

- დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი არ იქნება მაშინ, როდესაც ისინი დარწმუნდებიან იმაში რომ საქართველოში აღარ არის ევროპული მისწრაფებები და საქართველო შეეგუა იმ რეჟიმს, რომელიც არის ქვეყანაში. ამას ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებში. ჩვენს რეგიონში და სხვაგანაც.

არც ირანში არ უჭერს მხარს ირანელი ხალხი იმ რეჟიმს, რომელიც დღეს ირანს მართავს. დრო და დრო ვხედავთ აჯანყებებს, მაგრამ, ხალხის უდიდესი ნაწილი შეგუებულია. დასავლეთში არავის აქვს იმედი რომ ირანში დემოკრატიული რევოლუცია მოხდება იქ ხელისუფლებაში დემოკრატიული მთავრობა მოვა არჩევნების გზით.

საქართველოში რეპრესიული პოლიტიკა იქითკენ მიდის, იგულისხმება პარტიების მიმართ დამოკიდებულება, ან ნებისმიერი ოპოზიციური აზრის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, რომ „ოცნებას“ იქითკენ მიჰყავს, ან ცდილობს რომ წაიყვანოს პროცესი, რომ საბოლოო ჯამში აღარ დარჩეს ქვეყანაში ევროპული მისწრაფებები მოსახლეობაში. გაქრეს ამის იმედი.

თუ ქართულ საზოგადოებაში გაქრა ევროპული მისწრაფებები, შესაძლოა, ევროკავშირმა სულ სხვა პოლიტიკა გაატაროს საქართველოს მიმართ. ანუ გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც მას აქვს აზერბაიჯანის ან შუა აზიის რესპუბლიკების მიმართ. ეკონომიკური პრაგმატული თანამშრომლობა, მაგრამ, ევროკავშირში ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე.

თუ ქართულ საზოგადოებაში გაქრა ევროპული მისწრაფებები, შესაძლოა, ევროკავშირმა სულ სხვა პოლიტიკა გაატაროს საქართველოს მიმართ. ანუ გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც მას აქვს აზერბაიჯანის ან შუა აზიის რესპუბლიკების მიმართ. ეკონომიკური პრაგმატული თანამშრომლობა, მაგრამ, ევროკავშირში ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე

- ხელისუფლების ბრიუსელისადმი დამოკიდებულება ასეთია - მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ.

ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც „ქართულ ოცნებას აქვს“, აბსოლუტურად განსხვავდება ევროკავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკისაგან და ეგ როგორ იქნება?

- თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო რიტორიკას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ, იგი ასე გამოიყურება - ნელ-ნელა აჩვევენ საზოგადოებას აზრს რომ ევროკავშირს არ უნდა მათი მიღება. ახალ წევრებს, რომელსაც იღებენ აღარ ექნებათ თავისი იდენტობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობა.

რატომ კეთდება ასეთი განცხადებები? იმიტომ რომ საუბრები - მიგვიღეთ ევროკავშირში ისეთები, როგორებიც ვართ, ეს მოწოდებები კარგა ხანია აღარ მუშაობს. ევროკავშირში იღებენ მხოლოდ მაშინ, როცა ამ კავშირის პირობებს აკმაყოფილებ. უნდა იყო ისეთივე ქვეყანა, როგორც ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებია.

საუბრები - მიგვიღეთ ევროკავშირში ისეთები, როგორებიც ვართ, ეს მოწოდებები კარგა ხანია აღარ მუშაობს. ევროკავშირში იღებენ მხოლოდ მაშინ, როცა ამ კავშირის პირობებს აკმაყოფილებ. უნდა იყო ისეთივე ქვეყანა, როგორც ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებია

საქმეც იმაშია, რომ „ოცნებას“ არ უნდა რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში და ინსტიტუციურად სახელმწიფო სტრუქტურები მას ისეთივე ჰქონდეს, როგორიც ევროკავშირშია. მათ ხომ დემოკრატია ქვეყანაში არ სჭირდებათ.

ახლა საზოგადოებას აჩვევს აზრს რომ ჩვენ ევროპაში აღარ გვინდა. ანუ, ჩვენ ვართ ისეთივე სახელმწიფო როგორც აზერბაიჯანი, ნებისმიერი ცენტრალური აზიის ქვეყნები, თქვენ რა ურთიერთობებიც გაქვთ ამ სახელმწიფოებთან, ისეთივე ურთიერთობები გქონდეთ ჩვენთან. ანუ, პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები. მეტი ჩვენ თქვენგან არც არაფერი გვინდა და არც გვჭირდება.

საქმე იმაშია, რომ „ოცნება“ ამას ქვეყნის მოსახლეობას არ ეკითხება. ყაზახეთში არც არავის აქვს იმედი რომ მათი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. ყაზახეთისგან განსხვავებით ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი იმედი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს.

ახლა საზოგადოებას აჩვევს აზრს რომ ჩვენ ევროპაში აღარ გვინდა. ანუ, ჩვენ ვართ ისეთივე სახელმწიფო როგორც აზერბაიჯანი, ნებისმიერი ცენტრალური აზიის ქვეყნები, თქვენ რა ურთიერთობებიც გაქვთ ამ სახელმწიფოებთან, ისეთივე ურთიერთობები გქონდეთ ჩვენთან. ანუ, პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები. მეტი ჩვენ თქვენგან არც არაფერი გვინდა და არც გვჭირდება

თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, თუ ამას ხალხი დაიჯერებს, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას. კალია კალასის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი - „ჩვენ არ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, მაგრამ, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას.

სანამ ეს ფორმულა არსებობს, ანუ არის იმის შესაძლებლობა რომ ევროკომისიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას, მანამდე „ოცნების“ მიმართ კრიტიკული შეფასებები არ გაჩერდება. ასე იქნება იმისთვის რომ მთავრობას შეაცვლევინონ პოლიტიკა და გახადონ ისეთი, როგორიც უნდა ქართველ ხალხს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით