ანონსი  16 ივლისი

16 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ალეკო ელისაშვილის ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და არჩილ ჩოფიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „რატომ გადადო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით „ძაღლების საქმეზე" სასამართლო განხილვები არარსებული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე?

სად არიან „ძაღლების საქმის“ მთავარი მოწმე ძაღლები და რატომ ვეღარ აგრძელებს პროკურატურა და სასამართლო პროცესს, რომელიც საგანგებოდ იკერებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ?“

16 ივლისს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში