თენგო თევზაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - მხოლოდ ამისთვისაა ეს სასამართლო, რომ პოლიტიკური ლიდერები მრავალი წლით გამოკეტონ ციხეში - ამისთვის ივანიშვილი გამოცდილ ნომრიან აგენტებს იყენებს

„ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ დადგა ეს სპექტაკლი [საბოტაჟის საქმე], რომ გადაწყვეტილი აქვს, პოლიტიკური ლიდერები გამოკეტოს ციხეში - „ოცნება“ გადასულია ადამიანების იზოლაციაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თენგო თევზაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსის დასჯის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა სამართლის მიხედვით, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რომელი აქტორი უშლის ხელს და რომლისგან გრძნობს საფრთხეს.

„მხოლოდ ამისთვისაა ეს სასამართლო, რომ პოლიტიკური ლიდერები და არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, სხვა ბევრ ადამიანზეცაა „საბოტაჟის საქმეში“ საუბარი, რომ საბოლოო ჯამში მრავალი წლით გამოკეტოს ციხეში. ამისთვის ივანიშვილი გამოცდილ ნომრიან აგენტებს იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ დადგა ეს სპექტაკლი, რომ გადაწყვეტილი აქვს, პოლიტიკური ლიდერები გამოკეტოს ციხეში. შემდეგ, ვინც ხელს შეუშლის მის გეგმასა და სტრატეგიას, ისინიც გამოკეტოს ციხეში. ნიკამ, ზურამ, ელენემ მშვენივრად იციან რაზე გადის ეს ბრძოლა, მათ შორის ჩვენს თავისუფლების შეზღუდვაზე გადის, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეც გადის.

რეჟიმი სამართლის და კანონის მიხედვით არ სჯის ამ ადამიანებს, რეჟიმი გადაწყვეტილებას იღებს იქიდან გამომდინარე, თუ რომელი აქტორი უშლის ხელს და საფრთხეს გრძნობს. ჩვენი კოალიციის ოთხივე ლიდერისგან და ჩვენი პარტიებისგან რეჟიმი საფრთხეს გრძნობს და იმიტომ იქცევა ასე”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ ალიანსს გადატვირთვა და ახალი ენერგიის შექმნა სჭირდება.

„ალიანსი საჭიროებს გადატვირთვას, ახალი ენერგიის შექმნას, მინიმუმ ისეთის, როგორიც გვქონდა მაისში, როცა ვამზადებდით დიდ აქციას. თუ შევქმნით, ეს იქნება მნიშვნელოვანი, ვინმეს არ უნდა ამ ენერგიის შექმნა? ჯერჯერობით ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, რაიმე პოზიციების სხვაობა იყოს”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში