ე.წ. საბოტაჟის საქმის ადვოკატი - „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებს საქმისთვის არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ აქვთ - ისინი პროცესზე აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და პირდაპირ უთითებენ, რომ მათი ინტერესია ბრალდებული პოლიტიკოსების მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი

„ნეიტრალური საქართველოს“ წევრებს საქმისთვის არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ აქვთ. ისინი მოდიან და აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და პირდაპირ უთითებენ იმას, რომ მათი ინტერესია პოლიტიკოსების, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, “ნეიტრალური საქართველოს” წევრებისთვის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ კურსს უკავშირდება, არის მიუღებელი.

“პირდაპირ სასამართლო სხდომაზე აცხადებენ, რომ მათი ინტერესია, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან წარმოდგენილი ბრალდებულის სტატუსით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ, მათ მიმართ გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები აიკრძალონ. ეს ადამიანები მოდიან სასამართლო პროცესზე და აკეთებენ მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს. ესენი არიან ადამიანები, რომელთათვის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის არის მიუღებელი და პირდაპირ ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც შეეხება ევროინტეგრაციას. ასევე, ეს ადამიანები მიუთითებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განახორციელა მამუკა ხაზარაძემ და პოლიტიკურმა გაერთიანება “ძლიერმა საქართველომ” და როდესაც ვკითხეთ, რომ რა არის ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, მიუთითეს საქართველოს დაცვის იმ აქტზე, რომელიც შეადგინა “ძლიერმა საქართველომ” და ეხებოდა ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული მიწების შესყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

მათ არანაირი კავშირი არ აქვთ “მოწმესთან”, ვინაიდან მოწმე არის ადამიანი, რომელმაც სასამართლოს უნდა მისცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. ამ ადამიანებს საქმისთვის არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ აქვთ”, - განაცხადა ჭავჭანიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში