გია ვოლსკი - მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია - ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება

საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მათთვისაც [ამერიკისთვის] საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს - მაკა ბოჭორიშვილის ამ ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფორუმზე აშშ-ის გარდა, ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარიც იქნება გათვალისწინებული.

„ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მათთვისაც საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს. უკვე გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, როგორებიცაა უსაფრთხოების სფერო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული განხილვები. საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. ეს გზები ახლაც გადის, თუმცა მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს. ეს, რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია. იყო სხვა თემებიც, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები - ახლახან ამ თემაზე ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. გვახსოვს ამერიკისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება ექნება. ეს კეთდება არა ვინმეს ნიშნის მოსაგებად ან კეკლუცობისთვის, რომ აშშ-სთან ვმეგობრობთ და საერთო პოზიციებს ვავითარებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას. აშშ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

რასაკვირველია, მაკა ბოჭორიშვილის ამ ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ფორუმზე ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. „ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით