მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა - თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს

საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი გამოწვევა, როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი“.

„ეს იმდენად აღიზიანებთ დასავლეთის წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცნობს თავის ხალხს, მის ისტორიას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს და არ ემსახურება მათ, ვისაც ქართველ ხალხთან და ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში