მარია ზახაროვა - საქართველოს პრემიერის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარია ზახაროვას შეკითხვა დაუსვეს, „ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა“.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მის ხალხს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული ჰააგის დეკლარაციის შესახებ საუბრობდა, რომელშიც არაერთი რეზოლუციაა, მათ შორის საქართველოში „არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მსგავსი მოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე უარი თქვა“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რიგი სახელმწიფოები ეუთო-ს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების კრიტიკისთვის, მათ შორის, მოძველებული „მოსკოვის მექანიზმის“ ინსტრუმენტის გამოყენებით“.

„ასე რომ, ყველაფერი რასაც ისინი საქართველოს აბრალებენ, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში