ქუთაისში, „ტორპედოს“ ადმინისტრაციის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ქომაგები კლუბის მთავარი მწვრთნელის გადადგომას ითხოვენ

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს” ადმინისტრაციის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის მოხდა.

კლუბ „ტორპედოს" ქომაგები მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის წასვლას ითხოვდნენ.

მათი თქმით, უკმაყოფილება კლუბის წაგებულმა მატჩებმა გამოიწვია.

როგორც ქომაგები აცხადებენ, კლუბში პრობლემებია და დიდი ხანია მწვრთნელის წასვლას უშედეგოდ ითხოვენ.

ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

მთავარმა მწვრთნელმა ტერიტორია სწორედ მათი დახმარებით დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში