სერდარ ბერდიმუჰამედოვი - ვაფასებთ კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე - ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გვსურს,  ეს კავშირები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთს

თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქმენეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბიზნეს ურთიერთობებს და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას საქართველოსთან და სურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს ეს კავშირები.

„ჩვენ გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებულია ვალდებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია. თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით და მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გვიხარია, რომ თანამშრომლობის მექანიზმები ფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მაგალითად წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ახალი სფერო. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და გვსურს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. სამხრეთი კავკასია არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად „ლაზურიტის დერეფანი“, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე კასპიის და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე, რუმინეთსაც. ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ „ტრასეკა“-ს (TRACECA) სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მუშაობას ამ პროექტის ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კასპიის და შავი ზღვის პორტებზეა საუბარი, ორმხრივი სარგებლის მისაღებად და ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დიდი ხანია, რაც თურქმენი და ქართველი ხალხი ისტორიულად ერთმანეთთან დაკავშირებულია და ახლა ეს კავშირები ახალ კონტექსტში გადადის.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობას და შევთანხმდით, რომ სრულად დავუჭერთ მხარს ჩვენი ხალხის სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეცნონ ერთმანეთის მდიდარ კულტურას და მემკვიდრეობას და ასევე, გვინდა, რომ შეიქმნას პირობები კრეატიული თანამშრომლობისთვის, სახელოვნებო სფეროში თურქმენეთსა და საქართველოს შორის. კონტაქტების გაფართოება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში და ასევე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია ამ მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ხელი მოეწერა ამ ვიზიტის ფარგლებში. დიპლომატიური ურთიერთობები როცა დამყარდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის, სწორედ ამის იუბილეს ემთხვევა ეს ვიზიტი. გილოცავთ, ბატონო პრემიერო, ამ თარიღს. 35-ე იუბილეა ამ ურთიერთობების და ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ ამ შედეგებით, რაც მიღწეულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად და რასაც მივაღწიეთ დღეს და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობას. დასკვნის სახით, საქართველოს მეგობარ ხალხს მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს