მიხეილ სააკაშვილი - მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასწრაფოდ „ვივამედში“ გადაიყვანეს - გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი

ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო - გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობას რომ საფრთხე ემუქრებოდა, “ადგილობრივი ჯალათებისთვის” ცნობილი იყო, თუმცა ამ საფრთხეს ისინი აიგნორებდნენ.

“ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედპერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.

მურთაზის ისტორია, ის, რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე “ნულოვანი ემპათიის” და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში