გუბერნატორი - მოსკოვის რეგიონში, Wildberries-ის საწყობზე დრონით თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა

მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვის რეგიონზე ღამით თავდასხმა განხორციელდა. ელექტროსტალში Wildberries-ის საწყობის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია“, - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, დრონის ჩამოვარდნამ ნოგინსკში ნავთობის საწყობში ხანძარი გამოიწვია.

დარტყმების ადგილებზე მეხანძრეები და სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით მოსკოვის ოლქში 48 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს