ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი - თუ აშშ-ის თავდასხმები გაგრძელდება, სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავალთ

თუ აშშ-ის თავდასხმები კიდევ ორი ​​ან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავალთ, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსანმა და უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შეტევითი ძალებისგან.

„არც ერთი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შემტევი ძალებისგან“, - განაცხადა რეზაიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა დაეკისროს ფინანსური კომპენსაციის გადახდა "სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის".

CNN წერს, რომ რეზაის მუქარა მეტწილად იმ განცხადებებს იმეორებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპმა ისედაც მყიფე აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულად“ გამოაცხადა, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე ახალი დარტყმები დაიწყო. საპასუხოდ, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც მისი ზოგიერთი არაბი მოკავშირის, მათ შორის კატარის, ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს