ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარში ხანძარი იყო

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი იყო.

ცეცხლი გვიან ღამით ბაზრის მიმდებარედ გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ არ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაიწვა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყო განთავსებული.

მაღაზიის მფლობელების თქმით, ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს, ადგილზე მისულებს კი მაღაზიები დამწვარი დახვდათ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს