ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა" რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე დროებით ოკუპირებულ ხმელეთსა და ზღვაზე იმუშავა

დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა" რუსეთის ტერიტორიაზე სამი მიმართულებით, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ხმელეთსა და ზღვაზე იმუშავა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის მიერ ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, დარტყმა მიაყენეს ორ მსხვილ ლოჯისტიკურ ობიექტს - მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში, ფრონტის ხაზიდან 500-ზე მეტ და თითქმის 700 კილომეტრში. აგრესორი ამ ობიექტებს დრონების წარმოებისა და სანავიგაციო აღჭურვილობისთვის სანქცირებული კომპონენტების მოსამარაგებლად იყენებდა. დარტყმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზედაც. გარდა ამისა, უკრაინული საშუალო სიშორის დარტყმებით სამიზნეები დაზიანდა აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში, აგრეთვე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ყირიმში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მებრძოლებს - უკრაინის თავდაცვის ძალების თითოეულ დანაყოფს - "ამ მისიების ზუსტი და კოორდინირებული შესრულებისთვის".

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება