ირაკლი კობახიძე - არის ქვეყნები, რომელთა დახმარებაც შეუძლია ევრობიუროკრატიას, თუმცა არ აკეთებენ - როცა გინდა, ქვეყანას დაეხმარო, ფული უნდა ჩაასხა მის ეკონომიკაში, რაც ერთადერთხელ გააკეთეს, როცა სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი

არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატის, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ - როდესაც გინდა ქვეყანას დაეხმარო, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევრო-ბიუროკრატიამ, ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევრობიუროკრატია იმიტომ არ ეხმარება ქვეყნებს, რომ მათ თავი ძლიერად არ იგრძნონ და ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება“.

„არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატის, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა ქვეყანას დაეხმარო, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ნიშნავს შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევრობიუროკრატიამ, ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ერთადერთი შემთხვევა როდესაც ეკონომიკაში ფული ჩაასხეს, იყო 2009-2011 წლები. 2009-2011 წლებისა [გარდა], როცა უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი, ამ ქვეყანაში არც ერთხელ და არცერთ სხვა შემთხვევაში, ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხამთ. თან საქართველო მცირე ქვეყანაა. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად 38 მილიარდი დოლარია, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა, ისევე როგორც მოლდოვის დაყენებას არ ჭირდება არაფერი და ამ დროს მოლდოვაში უმძიმესი და კრიზისული ვითარებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა ჯამურად შემცირდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში 13.5 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის.

იქ ხომ ის ხალხია, ვინც მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას და რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს? არ ეხმარებიან, რადგან მარტივი ლოგიკაა, რომელიც „დიფ-სთეითს“ აქვს - შენს აგენტურასაც არ უნდა დაეხმარო იმისთვის, რომ ზედმეტად ძლიერად არ იგრძნოს ვინმემ თავი. ქვეყანამ სუსტად უნდა იგრძნოს თავი, იმისათვის, რომ ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება, ეს არის „დიფ-სთეითის“ სამწუხარო პოლიტიკაა, რომლის მსხვერპლიც მოლდოვის, უკრაინის მოსახლეობაა და რომლის გამოც, ქართველ ხალხს მთელი ამ წლების განმავლობაში, არსებითად და თვისებრივად არავინ დახმარებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს