ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „თავს დაესხით მათ, ვინც თავს დაგესხმებათ”

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდასხმებს შესაბამისი ზომებით უპასუხებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ის სამხედროების სისასტიკეს შეაჩერებს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ: „ვინც თავს დაგესხმებათ, თავს დაესხით ისევე, როგორც ის დაგესხათ“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსაც მიმართავს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

„ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის საოკუპაციო ძალებს მასპინძლობენ და რომლებმაც თავიანთი ტერიტორია ამ დამპყრობელ დამნაშავეებს ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად დაუთმეს, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად“, - აცხადებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს