დონალდ ტრამპი - ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება

ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივან პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენიელ კეინს და ყველა სამხედრო ლიდერს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას დაკავება არანაირად არ მოხდება.

„ის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52000 უდანაშაულო დემონსტრანტი მოკლა და უკანასკნელი 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვების მკვლელობაში გაატარა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს