ადვოკატი - ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ, როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს - გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქალის დისტანციური გამოკითხვა, რომელიც, მისი ჩვენების მიხედვით, 9 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეზე არავინ არის დაკავებული, თუმცა გამოკითხულია „საკმაოდ ბევრი ადამიანი“.

„პოლონეთის საელჩოს ადმინისტრაციული შენობის დახურვიდან გამომდინარე მოგვიწია, დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება დღეის მდგომარეობით შეგვეჩერებინა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდება ხვალ, მთელი დღე იქნება გამოყოფილი და არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ გვექნება და დავასრულებთ ხვალ გამოკითხვას.

ნატა ვიბლიანის ისტორია ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველია. დღევანდელ გამოკითხვაში არ მივსულვართ გაუპატიურების მუხლამდე. ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოშია მამა გარდაცვლილი. ასევე, არც იმას გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ, როგორ აუპატიურებდნენ მას. გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს.

მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს სამშობიაროში დაბადებისთანავე. დანარჩენი უკვე გამოძიების საკითხია. არავინ არ არის დაკავებული ნატა ვიბლიანის საქმეზე, თუმცა გამოკითხულია საკმაოდ ბევრი ადამიანი”, - განაცხადა მარიამ ბარსონიძე.

გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა