დონალდ ტრამპი - თუ „ჰუსიტები“ გემებს ცეცხლს გაუხსნიან, მაშინ აშშ ირანს პასუხისმგებლობას დააკისრებს - ისინი უმკაცრეს სამხედრო სასჯელს მიიღებენ

თუ „ჰუსიტები“ გემებს ცეცხლს გაუხსნიან, მაშინ აშშ ირანს პასუხისმგებლობას დააკისრებს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა „ჰუსიტებს“ იმის გამო, რომ ისინი გემებისთვის ცეცხლის გახსნით ვაჭრობაში ერეოდნენ. ამის შემდეგ და ირანთან ჩვენი კონფლიქტის დროს, ისინი პასუხისმგებლობით იქცეოდნენ. სამწუხაროდ, ახლა ისინი ისევ თავიდან იწყებენ და გუშინ ღამით საუდის არაბეთის ორ გემს ცეცხლი გაუხსნეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება „ჰუსიტებისთვის“ იმის შეხსენება უნდა იყოს, რომ „თუ ისინი ამას კვლავ გაიმეორებენ, აშშ პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, რადგან „ჰუსიტები“ ირანის მარიონეტები და პროქსი ძალები არიან“.

ასევე ტრამპი წერს, რომ „ჰუსიტებით“ „ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან აქამდე პროფესიონალურად და გონივრულად იქცეოდნენ“.

„თუ ისინი ამას კვლავ გაიმეორებენ, მაშინ ირანი და რა თქმა უნდა, თავად „ჰუსიტები“ უმკაცრეს სამხედრო სასჯელს მიიღებენ“, - აცხადებს ტრამპი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა