პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ მოწოდებაა, მიიღოთ საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან - ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული, მოუწოდებს დაკავებულებს, ყველამ მიიღოს პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეს „უკანონო პატიმრობიდან“.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში წერს, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რაშიც არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია.

ის ხაზს უსვამს, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის საკითხს.

"4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან.

ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას!

თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმროებიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ.

განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.

გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს ბურჭულაძე.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება