ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეციის მიმდებარედ მოხდა.
კერძოდ, ახალ ბულვარში ელექტრომობილი ამოყირავდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გადაიყვანეს სავადმყოფოში.
ექიმების ინფორმაციით, დედას და შვილებს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ. ადგილობრივების თქმით, "ისინი რუსი ტურისტები არიან".
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.