ირაკლი კობახიძე იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებაზე - ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პრემიერის თქმით, ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ადამიანები, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემა Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი წერენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის აკრძალვა და მისი ლიდერების დაპატიმრება ვერ შეძლოს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც