ირაკლი კობახიძე ბესარიონ ხარძიანის საქმეზე - ეს საქმე შეგვახსენებს, როგორი სისხლიანი იყო წინა რეჟიმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნობა, შეგვახსენებს თუ როგორი სისხლიანი იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიებით დადასტურდა, რომ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმეში ჩართულები იყვნენ „მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები“.

„ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, წინა რეჟიმი, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და ხარძიანის საქმე არის თვალსაჩინო მაგალითი, დაწყებული იქიდან, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება.

ამ ყველაფერში მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო და მათ 10.6 -10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა