სუს - ნიგერიის მოქალაქემ და საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელმა,  ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს გუნდში, სანაცვლოდ 3000 აშშ დოლარი აიღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის“ მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.

მათივე ცნობით, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის“ მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!