რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა უფასოა, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები კი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან

რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასოა. გარდა ამისა, ამავე გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან საიჯარო გადასახადისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია რუსთაველის გამზირის N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პარკირების საკითხს, მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით გათიშულია მთაწმინდის 28 ქუჩაზე.

„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა, სამუშაოების პერიოდში, უფასოა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!