ირაკლი კობახიძე -  გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი

გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით.

„ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა.

შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე, დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი.

ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა. საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი. ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს